გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი ; მაია მერებაშვილი- სუხაშვილი, 01007002261
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური-
დაწყებითი, კლასი-V
მოსწავლეთა რაოდენობა-20 სსმ მოსწავლე
არ არის
გაკვეილის თემა:
მართკუთხა პარალელეპიპედის , კუბისა და წესიერი ოთხკუთხა პირამიდის ფართობების გამოთვლა,
თითოეულისთვის ფორმულის დადგენა.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა დაადგინონ მიმართებები
ბრტყელი და სივრცულ ფიგურებს შორის და ფიგურის
ელემენტებს შორის. მათი გამოყენებით გამოთვალონ მართკუთხა პარალელეპიპედის,
კუბისა და წესიერი ოთკუთხა პირამიდის ფართობები. გამოიყვანონ ფორმულები.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
საორგანიზაციო
საკითხები: გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების სქემის გაცნობა
დანართი. 5
|
დიდაქტიკური
|
მთელი კლასი
|
ქცევის წესები, გაკვეთილის თემა, მიზანი
შეფასების რუბრიკა.
|
2წთ.
|
2
|
წინარე ცოდნის შემოწმება.
დანართი- 1
|
ა) ქვიზი
ბ) თამაში: „მოხტუნავე როცხვები“
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი, წინასწარ გამზადებული
ქვიზი
|
8წთ
|
3
|
პრობლემის ფორმულირება:
როგორ გამოვთვალოთ წინასწარ
გამზადებული შლილებით კუბის, მართკუთხა
პარალელეპიპედისა და წესიერი პირამიდის ფართობები
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი
|
3 წთ
|
4
|
ვიდეო-რგოლი,
მრავალწახნაგა ფიგურების,კერძოდ მართკუთხა პარალელეპიპედის და კუბისა
ზედაპირის ფართობის გამოთვლა.
დანართი-2
|
სოკრატული
|
მთელი კლასი
|
პროექტორი, ეკრანი, დაფა, ცარცი
|
7 წთ
|
5
|
ჯგუფური მუშაობა;
კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის,წესი-
ერი ოთხკუთხა პირამიდის შლილებით
ფიგურების ფართობების გამოთვლა.
პრეზენტაცია;
დანართი-3
|
კეთებით სწავლება, სკაფოლდონგი.
|
ჯგუფური
|
კუბის, მართკუთხა პარალელეპი-პედის, წესიერი ოთხკუთხა პირამიდის შლილები, სა
ფლიფჩარტი, მარკერი, სახაზავი, ფანქარი,რვეუ-ლი.
|
20 წთ
|
დანართი-1
ქვიზი შედგენილი იქნება 5 შეკითხვისგან, 3 სავარაუდო პასუხით.
1) როგორ გამოვთვალოთ მართკუთხედის ფართობი;
2 ) რომელი ფორმულით გამოითვლება კვადრატის ფართობი;
3)როგორ გამოვთვალოთ სამკუთხედის ფართობი;
4)როგორ გამოვთვალოთ მართკუთხა სამკუთხედის ფართობი,
თუ ცნობილია მართი კუთხის შემადგენელი გვერდები;
5) რა ერთეულებში იზომება ფართობი?
თამაში: „მოხტუნავე რიცხვები“
მოსწავლეთა გახალისების და განმავითარებელი შეფასების
მიზნით მასწავლებელი თითოეულ წყვილს აძლევს ერთ რიცხვს და სვამს კითხვებს:
ა) რას უდრის კუბის წახნაგების რაოდენობა? (6)
ბ)რას უდრის
მართკუთხა პარალელეპიპედის წვეროების
რაოდენობა?(8)
გ) რას უდრის ექვსკუთხა პირამიდის წახნაგების რაოდენობა?(7)
დ)რას უდრის კუბის
წიბოთა რაოდენობა?(12)
ე)რას უდრის კვადრატის ფართობი,რომლის გვერდი 4 სმ-ია?(16)
ვ)რას უდრის კვადრატის პერიმეტრი, თუ გვერდი 5 სმ-ია?
(20)
ზ)რას უდრის იმ კვადრატის გვერდი, რომლის ფართობია
81 კვ.სმ? (9)
თ)რას უდრის ხუთკუთხა პირამიდის წიბოების რაოდენობა?(10)
ფეხზე უნდა წამოხტეს მოსწავლეთა ის წყვილი, ვისი რიცხვიცაა
შეკითხვის პასუხი და ხმამაღლა დაასახელოს თავისი რიცხვი.
დანართი-2. ვიდეო-რგოლი ჩამოტვირთული საიტიდან ხანის აკადემია-მათემატიკა vკლასი
https://ka.khanacademy.org--მრავალწახნაგების ფართობების გამოთვლა.
დანართი-3. მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ჰეტეროგენულ ჯგუფად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
თითოეულ ჯგუფს ეძლევა სივრცული ფიგურის შლილი: კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი,
წესიერი ოთხკუთხა და სამკუთხა პირამიდები.(უკანასკნელი ფუძეში მართ-
კუთხა სამკუთხედით. ოთხივე ჯგუფმა უნდა გაზომოს საჭირო წიბოთა სიგრძე
სმ-ის სიზუსტით, გამოთვალონ ყველა წანაგის
ფართობი და შეკრიბონ მიღებული პასუხები. დაამრგვალონ
კვ. სმ-ით ერთეულამდე სიზუსტით. ბოლოს ააწყონ
შლილებით სივრცული ფიგურები.
კუბის შემთხვევაში უნდა მიიღონფორმულა; S=6a2;
პარალელეპიპედის დროს--S=2(ab+ac+cb), a, b, c--წიბოებია.
წესიერი ოთხკუთხა პირამიდის დროს--S=S(ფძ)+S(გვ)=a2+ah/2*4,
a-ფუძის წიბოა, h-გვ.წახნაგის სიმაღლე.
წესიერი სამკუთხა პირამიდისთვის--S=S(ფძ)+S(გვ)=ab/2+3*ac/2,
სადაც a და b , მართკუთხა სამკუთხედის კათეტებია, ხოლო c გვერდითი წიბო.
თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას. ფლიფჩარტზე გამოაქვთ
ჩანაწერები და საბოლოო
ფორმულები, შესაბამისი გამოთვლებით. უსმენენ და აფასებენ
ერთმანეთს წინასწარ განხილული რუბრიკით.
აქტივობა 6. შეჯამება.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ჩამოაყალიბონ სიტყვიერად
როგორ ხდება მრავალწახნაგების სრული ზედაპირის ფართობის გამოთვლა. მოსწავლეები აჯამებენ მთავარ იდეას, აყალიბებენ გამოთვლის წესს, შედეგს
კი წერენ ფორმულების სახით.
გაკვეთილის მსვლეობის დროს მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა
განმავითარებელ შეფასებას და აწვდის ზეპირსიტყვიერ აღწერით უკუკავშირს.
მოსწავლეები აფასებენ გაკვეთილს, და მიღებულ ცოდნას
იყენებენ პრაქტიკაში--(. 2წთ)
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეები
განიმტკიცებენ ცოდნას სივრცული ფიგურების აგებულების შესახებ, ბრტყელი და სივრცული
ფიგურებს შორის კავშირების შესახებ, გაიწაფებიან ფორმულებისა და ალგებრული გამოსახულებების
შედგენასა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოთვლაში.განივითარებენ მათემატიკური მოდელირების
უნარ-ჩვევებს.
ესგ.სტანდარტი
მათ.8.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე სივრცული ფიგურის მოდელზე უთითებს
პარალელურ და ურთიერთგადამკვეთ წახნაგებს
. მსჯელობს გადაიკვეთება თუ არა მოცემული წახნაგები მათი გავრცობის შედეგად.
მათ.9.
მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების ფართობების პოვნა და შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ მოსწავლე იყენებს ფართობის ადიციურობას
არაგადამფარავი ფიგურების კომბინციით მიღებული ფიგურის ფართობის მოსაძებნად.
დანართი-4 .
საშინაო დავალება( 2წთ)
განსაზღვრონ
საკუთარი ოთახის სრული ზედაპირის ფართობი. გათვალისწინონ
კარებისა და ფანჯრების ზომები და განსაზღვრონ კვ. მ -ში ერთეულებამდე დამრგვალებით. გამოთვალონ
რამდენი კგ საღებავი დასჭირდება იატაკს, ჭერს
და კედლებს, თუ სჭირდება 2კგ. საღებავი.
ზოგადი დაკვირვების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
რეკომენდაცია
|
ამოიცნობს,
ასახელებს და აღწერს ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს, ქმნის მათ მოდელებს
|
||||
იყენებს
სახაზავს, ადგენს
ფიგურის გვერდების ზომებს, გამოსახავს სხვადასხვა ერთეულში
და ადარებს მათ
|
||||
ამოიცნობს
სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს გარემოში, ან ფიგურათა მოდელების
გროვაში
|
||||
განასხვავებს
სივრცული ფიგურების ელემენტებს და იყენებს გეომეტრიულ ტერმინებს
|
ჯგუფური
მუშაობა
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
რეკომენდაცია
|
ჩართულია სამუშაო პროცესში
|
||||
უსმენს სხვის
აზრს, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
|
||||
ასრულებს დავალებას და თავადაც
გასცემს მარტივ ინსტრუქციებს
|
||||
შეუძლია საკუთარი
აზრის გარკვევით გადმოცემა
|
პრეზენტაცია
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
რეკომენდაცია
|
მოსწავლე მეტყველებს გამართულად
|
||||
ფლობს აუდიტორიას
|
||||
იყენებს თვალსაჩინოებებს
|
||||
ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს.
|
||||
იცავს დროის ლიმიტს
|
||||
პასუხობს თემის ირგვლივ დასმულ კითხვებს
|
No comments:
Post a Comment